.

ჩაშავებულ–ჩაწითლებული თვალები ფერმკრთალ სახეზე კიდევ უფრო გამოკვეთილად ჩანდა… გრძელი, ცივი თითებით გადაიყარა შავი თმა და მზერა გამომაყოლა როცა მუსიკის ჩასართავად მივდიოდი… ისევ ის დახეული შავი მაისური, კუბოკრული პერანგი და ჭუჭყიანი ჯინსი ეცვა. იმდენ ხანს იყო ჩაკეტილი, რომ მგონი თოვლიც კი ვერ შენიშნა გარეთ რომ ფერს ართმევდა ყოველივეს. არადა როგორ ელოდებოდა…

მაგარი ყავა მოვუდუღე და დიდი ფინჯნით მივაწოდე. ხმის ამოუღებლად გამომართვა… ორი კვირის განმავლობაში მხოლოდ მაშინ ამოიღო ხმა, როცა მითხრა ჩემთან ამოდიო. ცხელი სითხით ოდნავ გაისველა ტუჩები და შემდეგ მას დააშტერდა. დავაკვირდი. 19 წლის მაღალი და გამხდარი ბიჭი იყო. ორი კვირის გაუპარსავს უკვე საკმაოდ მოზრდოდა წვერი. თმაც ჩვეულებრივზე გრძელი. ისედაც თეთრი კანი ახლა სულ უფრო ფერმკრთალი მოუჩანდა. ოდნავ ვარდისფერი მხოლოდ ტუჩები, თვალების გარშემო, ცხვირი და გრძელი და ბოლოებ გაბრტყელებული თითები ჰქონდა. ფინჯანზე შემოჭდობილ მის ხელს ხელი ფრთხილად დავადე. ერთხანს ისევ ისე გაუნძრევლად იჯდა და შავ სითხეს დასცქეროდა. მერე ამომხედა. ტიროდა. თითქოს შველას მთხოვდა. ჩავეხუტე.

–მე შენთან ვარ.

–ვიცი.

მან იცოდა, რომ ვერ მივატოვებდი. ის ძვირფასი იყო ჩემთვის. ჩემი სული იყო. მე კი მისი.

ჩარკვიანი კი ისევ განაგრძობდა :

‘ისეთი სიტყვა მინდა დავწერო

შენ რომ გაიგებ.

ისეთი სახლი მინდა გაჩუქო

შენ რომ იცხოვრებ.

ისეთი შუქი მინდა აგინთო

შენ რომ გაგათბო.

ისეთი წყალი მინდა გწყუროდეს

მე რომ მოგიტან…’

Изображение


(▲○)

არა! ცდები… მე არ მომნატრებია ის ღრუბლები რომელთაც შენ უცქერდი და მათში სხვადასხვა არსებას, სულს ხედავდი… არ მომნატრებია ის ხე რომელსაც ეხებოდი და მასში სიცოცხლის ფეთქვას აღიქვავდი… არ მომნატრებია ის წვეთები, რომლებიც თავიდან წვიმას ეკუთვნოდნენ, თუმცა შენ გეხებოდნენ და აღწევდნენ შენში… ეს ყველაფერი მეათასე ხარისხოვანია. თუმცა… არც შენ მენატრები… უკვე აღარ. მე ჩემში ჩაგკალი. ახლა უბრალოდ ვეღარ ვძლებ… შენ ისევ ცხოვრობ… მე კი ვეღარ ვძლებ.

Изображение


მე მინდა

მე მინდა რომ ვიყო ნაძვი… ვცხოვრობდე სადღაც შორს, აი იქ ადამიანი რომ ერთხელაც არ ყოფილა, ან იმდენად დიდი ხნის წინ იყო, რომ მისი ნაკვალევი უკკვე ფოთლებმა და წიწვებმა მიწაში ღრმად ჩამარხეს. დიახ, მე მინდა, რომ ვიყო ნაძი. მარადმწვანე… მარადმწვანე მინდა ვიყო… მე მინდა, რომ ყოველ დილით ხეებს შორის მზის ამოსვლას ვუმზერდე, ღამე კი ვარსკვლავები და მათი დედოფალი მთვარე მესაუბრებოდნენ..

http://nowifeelit.tumblr.com/

Изображение


წარმავალობა

ცა თეთრად ანათებს.

რომელიღაც წიგნიდან ამოგლეჯილი ფურცელი ქარმა ააფრიალა და ფეხებთან დამიგდო. აუჩქარებლად დავიხარე, ავიღე და შევეცადე ნაბეჭდი წამეკითხა. ჰერმან ჰესეს ‘ტრამალის მგელის’ ერთერთი ნაგლეჯი აღმოჩნდა : “თვით ყველაზე უბედურთა ცხოვრებაშიც არის ხოლმე მზით გაცისკროვნებული წუთები და ქვაღორღს შორის ამოხეთქილი პაწაწინა ყვავილები ბედნიერებისა.” მაგრამ ამ გადამწვარ ნანგრევებში არცერთი ყვავილი აღარ მოიძებნებოდა…

ცა თეთრად ანათებს.

აი იქ კუთხეში ალბად ვიღაცის სამუშაო მაგიდა იდგა. იქ კი, სამზარეულო უნდა ყოფილიყო. ბავშვების ოთახიც ადვილად ამოიცნობა გაშავებული, თუმცა მაინც ნათელფერებშერჩენილი კედლებით. მამა დილაუთენია ამდგარა და სამსახურისკენ მიიჩქარის. დედა საუზმეს ამზადებს ბავშვებს კი ჯერ ისევ სიზმრისთვის მიუციათ თავი.  აჩრდილები თითქოს ჩემს თვალწინ ცოცხლდებიან და მათ ძვირფას ყოველდღიურობას ვხედავ. ეს წარმოუდგენელ ტკივილს მაყენებს… ხვდები, რომ ამ ჩამწვარ დივანზე ცოტახნისწინ ვიღაც იჯდა და ბედნიერი იყო. ჩაშავებულ კედლებს პაწია ხელები ეხებოდნენ. ნანგრევებით დაფარულ იატაკს კი ზრუნველი ხელები ასუფთავებდნენ…

ცა თეთრად ანათებს.

ორი დღის წინ ამ ცას შავად ღებავდა მიწიდან ავარდნილი კვამლი. მას ცეცხლის ენები მიჰყვებოდნენ, რათა თეთრი გუმბათისთვის ალისფერი ეჩუქებინათ.

ცა თეთრად ანათებს.

ვდგევარ ამ ნანგრევებში და ყველაფრის წარმავალობაზე, ერთჯერადობაზე ვფიქრდები. წამით სევდა იფანტება და ყველაფერი სულერთი ხდება… თითქოს ვიცოდი, რომ ყველაფერი ისე უნდა ყოფილიყო, როგორც ახლა: ჩაშავებული, დანგრეული და სულწართმეული…

ცა ისევ თეთრად ანათებს.

Изображение


♥


მცვლით…

არ შევიმჩნევ არც დალურჯებულ ხელებს, არც თვალების წვას და ფანჯარაზე წვიმის ხმაურიც არარად მომეჩვენება… არ გავაყოლებ ცაში აფრენილ ჩიტს თვალს და ღრუბლების ცქერითაც აღარ დავტკბები… მეტჯერ აღარ მომგვრის სიშვიდეს ხეების კენწეროების ყურება და მათი შრიალის მოსმენა… აღარ… აღარ ვივლი ბედნიერი… აღარ დავიწყებ ქუჩაში უაზროდ სიცილს, რის გამოც მრავალს შეშლილი გეგონეთ. მე კი იმას გამოვხატავდი, რომ რაღაც უაზროდ მიხაროდა…  აღარ ‘გამისწორდება’ ის პატარპატარა უაზრო რაღაცეები თქვენ რომ არაფრად მიგაჩნდათ… აღარ გამიხარდება პინკ ფლოიდის ან ლედ ზეპელინის მაისურიანი ადამიანის ან ქუჩაში წიგნის კითხვით გართული ახალგაზრდის დანახვა…  მე აღარ ვიქნები ისეთი როგორიც ახლა… აღარ ვიქნები იმ ორი-სამი ადამიანისგან განსხვავებული, რომელიც თქვენ სამაგალითოდ მიგაჩნიათ და…. ეს გინდათ? ამას მიაღწევთ? მაშ რაღა დარჩება ჩემში?  -არარა. 

Изображение


წვერებიანი გაბურძგნული 21 წლის ბიჭი შუა ოთახში ზის იატაკზე… სავარძელში ჩაჯდომა შეუძლია და ალბად უფრო კომფორტულიც იქნებოდა, მაგრამ… იატაკზე ზის. ასე ალბად უფრო ახლოსაა მიწასთან… ირგვლივ წიგნებია მიმოფანტული… ზოგი წაკითხული, ზოგი გადათვარიელებული, ზოგიც გახსენებული ან უკვე დავიწყებული…

წვერებიანი, გაბურძგნული მოხუცი იატაკზე ზის… ისევ ისე უყვარს მიწასთან სიახლოვე, როგორც ადრე… ირგვლივ წიგნებია ახლა უკვე ყველა გასახსენებლად გადაშლილი…

Изображение